Skip to main content

Slide

უნივერსიტეტის სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა და სენაკის საფუტკრე მეურნეობამ რკ "ოცნება", სასწავლო საწარმოს სტატუსი 6 წლის ვადით მიიღო

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა და სენაკის საფუტკრე მეურნეობამ რკ ,,ოცნება”, სასწავლო საწარმოს სტატუსი 6 წლის ვადით მიიღო!

2019 წლიდან დღემდე ზემოხსენებულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, წარმატებით ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები „დეკორატიული მებაღეობა“ და ,,მეფუტკრეობა”.

პარტნიორ ორგანიზაციებში არსებული გარემო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვალიფიციური კადრები სრულად შეესაბამება პროფესიული განათლების მიზნებსა და სტანდარტებს.

ტეგები

უნივერსიტეტსა და მის პარტნიორ ორგანიზაცია კოლეჯ “ლაკადაში” გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო სესიებს, პერსონალურ კონსულტაციებს, ვორქშოფებს

24. 25 სექტემბერს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის და (GIZ) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზებით უნივერსიტეტსა და მის პარტნიორ ორგანიზაცია კოლეჯ “ლაკადაში” გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო სესიებს, პერსონალურ კონსულტაციებს, ვორქშოფებს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირებას რეგიონის წამყვან დამსაქმებლებთან. დასაქმების მსურველები გაეცნენ წარმოდგენილ ვაკანსიებს, ადგილზე გაესაუბრნენ დამსაქმებლებს და შეავსეს სააპლიკაციო ფორმები.

ტეგები