Skip to main content

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მორიგ Erasmus+ის ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვა, პროფესიულ განათლებაში პირველი Erasmus+ CB VET

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მორიგ Erasmus+ის ინსტიტუციური
განვითარების საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვა, პროფესიულ განათლებაში პირველი
Erasmus+ CB VET.

  • პროექტის დასახელება: "PrecAgri4All - Empowering Smallholders through Precision Agriculture Training
    to Bridge the Technology Gap in Ukraine and Georgia"
  • პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე
     

PrecAgri4All ნიშნავს მომავლის სოფლის მეურნეობას – ჭკვიან, ეკოლოგიურად პასუხისმგებელ და
მდგრად ფერმერობას.


PrecAgri4All პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET)
სისტემების მოდერნიზაციას უკრაინასა და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და
მეთოდების ინტეგრირების გზით.


პროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან („Farm to Fork
სტრატეგიასთან, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებასთან“, აღმოსავლეთ პარტნიორობის
პოლიტიკასთან) და ემსახურება პროფესიული განათლებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის
გაძლიერებას, დიგიტალური ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის
განვითარებას.